როგორ შეგვიძლია ამ ყველაფრის გაკეთება?
განსაზღვრეთ თქვენი საჭიროება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თქვენი მოლოდინები. პირველადი ინფორმაციის გაცვლის შემდეგ ელ ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით, ჩვენ უკეთესად გავერკვევით თუ რა არის საჭირო თქვენი ვირტუალური ტურისათვის. (ადგილმდებარეობა, ფოტოების რაოდენობა, სხვა პარამეტრები...)
შეთავაზება
მას შემდეგ რაც ნათლად განსაზღვრავთ თქვენს საჭიროებებს, ჩვენ გამოგიგზავნით შემოთავაზებას. მას შემდეგ რაც თქვენგან მივიღებთ თანხმობას, ჩვენ დავიწყებთ სურათების გადაღების პროცესს.
სურათების გადაღება
წინასწარ შეთანხმებულ დღეს, ჩვენი ფოტოგრაფი ეწვევა თქვენს კომპანიას პანორამის შესაქმნელად საჭირო სურათების სერიის გადასაღებად.
დასრულება და მიწოდება
სურათების გადაღების შემდეგ, ჩვენ დავამუშავებთ ფოტოებს პანორამის შესაქმნელად. დამუშავების შემდეგ ჩვენ ვათავსებთ სამუშაო ვერსიას და ვამატებთ ნავიგაციის მოწყობილობას.
რომლის შემდეგ ვირტუალური ტური მზად იქნება და შეძლებთ გადაიტანოთ ეს ტური თქვენს ვებ გვერდზე ან განცხადებაში.
როგორია წარმოდგენილი სურათების ხარისხი?
32 მეგა პიქსელის ხარისხი
ფოტოვიზიტის ხარისხიანი აპარატურის მიერ გადაღებული ფოტო არის უმაღლესი ხარისხის. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ გირჩევთ ვირტუალური ტურის ორივე ვერსიის გაკეთებას: მაღალი ხარისხის ვერსიას და ასევე, შედარებით მცირე ხარისხის ვერსიას, იმისათვის რომ თავსებადი იყოს თანამედროვე ვებ გვერდების სტანდარტებზე.
როგორია ვირტუალური ტურების თავსებადობა?
დღეს? უსასრულოდ!
ჩვენი ვირტუალური ტურები არის თავსებადი ყველა თანამედროვე მობილური თუ ფიქსირებული აპარატურისათვის. ჩვენ ვიყენებთ HTML5–ის ტექნოლოგიებს, რაც წარმოდგენილია ყველა ბრაუზერზე, მათ შორის ტაბლეტებში, სმარტფონებსა და თვით ვირტულაური რეალობის მუზარადებში!
როგორია ვირტუალური ტურების ვერსიები?
ადაპტირებადი
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ დამოუკიდებლად, ანუ, სურათებს ვიღებთ და ვამუშავებთ ისე, როგორც საჭიროა. თუმცა შესაძლებელია თქვენი სურვილის მიხედვით სურათიდან წაიშალოს ის ნივთი, რომელიც არ გსურთ რომ ფოტოზე ჩანდეს (კამერა, მანქანა, დაცვის მოწყობილობა...) ან შესაძლებელია ინფორმაციული მულტიმედიის დამატება (აუდიო, ვიდეო, ტექსტი) პანორამის კონკრეტულ მონაკვეთებზე. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ თქვენს საჭიროებას.
რა დრო სჭირდება ვირტუალური ტურის გაკეთებას?
სწრაფი და სანდო
დრო ცვალებადია; უძრავი ქონების განცხადებისათვის სასურველი შინაარსის ტექსტის შესადგენად საჭიროა რამდენიმე დღე, ხოლო რამდენიმე კვირა ვირტუალური ტურის მოსამზადებლად.
როგორ განვათავსო ვირტუალური ტური ჩვემ ვებ გვედზე ან განცხადებაში?
გამარტივებული პროცედურები
თუ თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი ვებ გვერდი: თქვენი ვირტუალური ტური მომზადებულია როგორც დაარქივებული ფაილი. თქვენ მხოლოდ უნდა დააკოპიროთ მისი შინაარსი, და გადაიტანოთ თქვენი ვებ გვერდის სერვერზე, დაუმატოთ ვირტუალური ტურის ბმული ინდექსების ფაილს და ის მაშინათვე ხელმისაწვდომი იქნება თქვენი მომხმარებლებისათვის.
თუ გსურთ განათავსოთ განცხადება: ფოტოვიზიტის ადმინისტრაციას შეუძლია პირდაპირ დაამატოს თქვენს განცხადებას ვირტუალური ტური. დამატებით ჩვენ გამოგიგზავნით თქვენი ვიზიტის დაარქივებულ ვერსიას.
რა უფლება მაქვს ვირტუალურ ტურში გამოყენებულ სურათებზე?
სურათების გამოყენების სრული უფლება
ვირტუალური ტური, და მისთვის გადაღებული ფოტოები თქვენი საკუთრებაა. ფოტოვიზიტი გიტოვებთ ამ ტურების გამოყენების ყველა უფლებას.